|
2018-06-25 18:11:12, 729 ნახვა
სამხედრო
სერჟანტთა დღე კოჯორში აღინიშნა
სერჟანტთა პროფესიული დღე კოჯორში საჩვენებელი სწავლებით დაიწყო. აეროდრომის ტერიტორიაზე ათეულის მეთაურის კურსის მსმენელების მიერ საველე მაკეტის გამოყენებით, დავალების პრაქტიკულად აღსრულება გაიმართა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე და სახმელეთო ძალების სარდლები დაესწრნენ. სწავლების შემდეგ, სერჟანტთა აკადემიის სამწყობრო მოედანზე საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის (BCT) დრილსერჟანტების მიერ, ახალი სამწყობრო წესდების მიხედვით, სამწყობრო მომზადების დემონსტრირება გაიმართა, რის შემდეგაც ღონისძიება გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დარბაზში შეკრებილ სერჟანტებს პროფესიული დღე პირადად მიულოცა. მინისტრის განცხადებით, შეიარაღებულ ძალებში დიდი ყურადღება ექცევა მცირე ზომის ქვედანაყოფებს, მეთაურების უნარ-ჩვევების დახვეწას, მათ პასუხისმგებლობას და ავტონომიურად გადაწყვეტილებების მიღებას. ლევან იზორია სახელფასო სარგოს ზრდის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ GDRP-ის პროგრამაში მონაწილე სამხედროებს ხელფასი 100 ლარიდან 500 ლარის ფარგლებში წოდების შესაბამისად გაეზრდებათ. სამომავლოდ კი, შრომის ანაზღაურების კუთხით ხელფასის ზრდა, ეტაპობრივად, ყველა სამხედრო მოსამსახურეს შეეხება. ღონისძიების დასასრულს მინისტრმა სერჟანტი გიორგი ძებისაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის სამსახურებრივი-საშტატო იარაღით დააჯილდოვა. სერჟანტთა მომზადების ცენტრს აკადემიის სტატუსი 2018 წლის 25 მარტს მიენიჭა და პირველად სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო მომზადების კურსი დაიწყო.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)