|
2018-06-23 19:56:20, 1000 ნახვა
კომენტარი
ქანთარია: სამინისტროების რაოდენობის შემცირებას ვეთანხმები, თუმცა არა კულტურის სამინისტროს ხარჯზე
„სამინისტროების რაოდენობის შემცირებას ვეთანხმები, თუმცა არა კულტურის სამინისტროს ხარჯზე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი განთარიამ „ქართული ოცნების“ ოფისში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მან იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების შესაძლო გაერთიანებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, ასეთი ტიპის შერწყმა უფრო ლოგიკური იქნება. „რაც მესმის ამ ეტაპზე, თითქოს, არის ამ თემაზე საუბარი. ეს უფრო ლოგიკურია, ვიდრე განათლებისა და კულტურის გაერთიანება, ეს დაახლოებით ისეა, ტვინში რომ გული ჩავსვათ. გული უნდა იყოს გულის ადგილას, ტვინი უნდა იყოს თავში, ჩემი აზრი ასეთია და შევეცდები დავასაბუთო. რაც შეეხება დევნილთა სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს გაერთიანებას, ეს უკვე პრაქტიკული საკითხია და აქ ვფიქრობ, ეროვნულ იდენტობაზე არ არის საუბარი“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)