01:41 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-22 16:20:02, 1165 ნახვა

სამართალი
აუდიტის სამსახური ბახტაძის ანგარიშიდან ენმ-სთვის თანხის გადარიცხვის საკითხს შეისწავლის

სახელმწიფო აუდიტის სამსახური პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ანგარიშიდან 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შემოწირულობის სახით 20 000 ლარის გადარიცხვის საკითხს შეისწავლის.

ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საკითხის შესწავლის მოთხოვნით აუდიტს არასამთავრობო სექტორმა მიმართა.

„არსებობს კითხვები, არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რაზეც არასამთავრობო სექტორმა ოფიციალურად მოგვმართა. მოვახდენთ საკითხის შესწავლას, ექსპერტიზას და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, არგუმენტირებულ პასუხს გავცემთ“, – აღნიშნა მექვაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პარლამენტში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ჰკითხეს, გადარიცხა თუ არა მან 2012 წელს ენმ-ის ანგარიშზე თანხა. საპასუხოდ ბახტაძემ განაცხადა, რომ თანხა არ გადაურიცხავს და მისი ანგარიში ტექნიკურად იყო გამოყენებული.

„თქვენ თუ გაინტერესებთ ის, რომ რამდენად მე გადავრიცხე ჩემი თანხა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად, ამაზე მაქვს მარტივი და პირდაპირი პასუხი - არა მე ჩემი თანხა არასდროს არ გადამირიცხავს „ნაციონალური მოძრაობისთვის“. თქვენ 2012 წელს, იმიტომ რომ არ ჰქონოდა საშუალება „ქართულ ოცნებას“ დაეფინანსებინა პარტია ადეკვატუად, შეცვალეთ კანონი და იურიდიულ პირებს აუკრძალეთ პარტიების დაფინანსება. ამას მოყვა შემდეგ უკვე ცვლილება კანონში საბანკო საქმიანობის შესახებ, ესეც ყველას გვახსოვს. აქედან გამომდინარე, ჩემი პირადი ფიზიკური ანგარიში იქნა გამოყენებული მხოლოდ ტექნიკურად“, - განაცხადა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics