|
2018-06-21 15:18:50, 836 ნახვა
კომენტარი
დაღუპული მეშახტის მამა: შვილი შახტაში რომ ჩადიოდა, ამბობდა - ღმერთო მშვიდობით გამომიყვანეო, იმდენად სავალალო მდგომარეობაა იქ
5 აპრილს ტყიბულის შახტაში დაღუპული პავლე გამეზარდაშვილის მამა, გურამ გამეზარდაშვილი მომხდარ ტრაგედიაში ადამიანური გადაცდომის ფაქტორს გამორიცხავს. როგორც გამეზარდაშვილმა აღნიშნა, ის უკრაინელი ექსპერტების დასკვნას არ ენდობა. მისივე თქმით, შახტაში მომხდარი ტრაგედია დამსაქმებლის ბრალია. "ჩემი შვილი შახტაში რომ ჩადიოდა, ასე ამბობდა: „ღმერთო გადამარჩინე და მშვიდობით გამომიყვანეო“. იმდენად სავალალო მდგომარეობაა იქ. რაღაც რომ მოხდებოდა, წინასწარ იცოდა. ჩემი შვილი 12-ის ნახევარზე რომ გავიდა, ასე თქვა - ღმერთო მშვიდობით გამომიყვანეო, პირჯვარი გადაიწერა და მე გავაცილე მოედნამდე. ეს ყველაფერი მოხდა დაუდევრობით, ყველაფერი ამათმა მოახდინეს", - განაცხადა დაღუპული მეშახტის მამამ "იმედის" ეთერში. ცნობისთვის, ექსპერტების დასკვნით, ტყიბულის შახტაში მომხდარი ტრაგედია არა ბუნებრივ მოვლენას, არამედ ადამიანურ ფაქტორებს უკავშირდება
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)