|
2018-06-21 12:39:53, 735 ნახვა
კომენტარი
მეუფე პეტრე პატრიარქის მოსაყდრეზე: ველოდები, რომ უწმინდესი მოგვცემს განმარტებებს
„ველოდები, რომ უწმინდესი მოგვცემს განმარტებებს მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“, - ასე უპასუხა ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ ჟურნალისტების კითხვას „იქნება თუ არა მსჯელობა მეუფე შიოს თანამოსაყდრეობის საკითხზე“. როგორც მან აღნიშნა, ძალიან ბევრი საკითხია დაგროვილი, რომელსაც სინოდის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ. „საკითხები ძალიან ბევრი დაგროვდა ბოლო რვა თვის განმავლობაში, რაც სინოდის სხდომა ჯერ არ ჩატარებულა. აქედან გამომდინარე დაველოდოთ კრებას. სინოდი იმიტომ იკრიბება, რომ კრებაზე იქნას საკითხები განხილული. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, წმინდა მღვდელი თეოდორეს ხსენებისა. მღვდელი, რომელმაც თავი გასწირა ერისა და მეფის გადასარჩენად. მე შევთხოვ უფალს, მისი შეწევნით, დალოცოს წმინდა სინოდის სხდომა და ბევრი მომადლოს საქართველოს ეკლესიას და ერს ერისათვის თავდადებული ადამიანები“, - განაცხადა მეუფე პეტრემ. შეგახსენებთ, რომ წმინდა სინოდის სხდომა წელს პირველად იმართება. სხდომას კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე უხელმძღვანელებს.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)