|
2018-06-20 21:16:40, 867 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: რუსეთთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს ძალიან სწორი პოლიტიკა და ეს არის მთავარი ნებისმიერი ხელისუფლებისთვის
„აბსოლუტურად ყველა ხედავს, რომ რუსეთთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს ძალიან სწორი, პრაგმატული, რაციონალური პოლიტიკა და მკაფიო წითელი ხაზები - ეს არის მთავარი ნებისმიერი ხელისუფლებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდის პოლიტიკა ეროვნული ინტერესების დაცვას ემსახურება. „რა თქმა უნდა გვაქვს სერიოზული სირთულეები ამ ურთიერთობებში, თუმცა მნიშვნელოვანი და მთავარი არის ის, რომ ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა რუსეთთან მიმართებით. აბსოლუტურად ყველა ხედავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან სწორი, პრაგმატული, რაციონალური პოლიტიკა და მკაფიო წითელი ხაზები - ეს არის მთავარი ნებისმიერი ხელისუფლებისთვის და ამით გამოირჩევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ეს არის ეროვნული ინტერესების განუხრელი დაცვა ამ პოლიტიკის განხორციელებისას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)