20:27 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-20 18:57:54, 931 ნახვა

საზოგადოება
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, თემაზე „სასტუმროების მართვა“ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

მიმდინარე წლის, 21 და 22 ივნისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით,  ინოვაციური ბიზნეს გადაწყვეტილებების ცენტრი (www.c4ibs.com) სასტუმრო „ბილტმორში“საერთაშორისო კონფერენციას თემაზე „სასტუმროების მართვა“ ატარებს.

აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი, მიხეილ ხიდურელი, დამსწრე საზოგადოებას გააცნობს იმ მექანიზმებს, რითაც სახელმწიფო ეხმარება კერძო სექტორის წარმომადგენლებს და საინვესტიციო გარემოს შესახებ სასტუმროს ბიზნესის განვითარებისთვის. 

ორდღიან ღონისძიებაზე პრეზენტაციებს ჩაატარებენ მსოფლიო ბრენდული სასტუმროების, მათ შორის „ჰილტონის“, „მარიოტის“, სასტუმროების ჯგუფ „ლუვრის“, „ვინდჰემის“, „ბესტ ვესტერნ ინთერნეიშენელის“ და სასტუმროების ქსელ „აკორის“ აღმოსავლეთ ევროპის, პოსტ-საბჭოთა ქვეყნების და საქართველოს რეგიონალური ხელმძღვანელები.

კონფერენციაზე განხილული იქნება ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის სამომავლო პერსპექტივები, ციფრული ტექნოლოგიების და ინოვაციური სტრატეგიების დანერგვა სასტუმროს გაყიდვების და მარკეტინგის ეფექტურობის გასაზრდელად.

ერთ-ერთი სესია მიეძღვნება საქართველოს საინვესტიციო გარემოს ტურიზმის და სასტუმროს ბიზნესის სფეროში.

ღონისძიება განკუთვნილია სასტუმროს მენეჯერებისთვის, მფლობელებისთვის,  დეველოპერული კომპანიების ხელმძღვანელებისთვის და კონსულტანტებისთვის. მასში მონაწილეობას მიიღებს 60 - მდე ქართველი და უცხოელი დელეგატი.

 შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მაისის თვის მონაცემებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების ფარგლებში მხარდაჭერილია 47 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 130 მლნ. ლარზე მეტს. აღნიშნული სასტუმროები შექმნიან დამატებით 1300 ოთახს და 1300-ზე მეტ სამუშაო ადგილს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics