18:54 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-20 17:55:18, 705 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე კანდელაკს: 7 თვის განმავლობაში ვიყავი მინისტრი და შეგიძლიათ დაითვალოთ, რამდენჯერ მოვედი პარლამენტში

„მე ვიქნები ძალიან აქტიური პარლამენტთან მუშაობაში“, - ასე უპასუხა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამაუკა ბახტაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის შეკითხვას.

კანდელაკმა ბახტაძეს ჰკითხა, დებს თუ არა პირობას, რომ საკანონმდებლო ორგანოში თვეში ერთხელ მაინც მივა.

„ვივლი თუ არა მე პარლამენტში? ბატონო გიორგი, გუშინ მე ძალიან ფუნდამენტური პასუხი გაგეცით ამ შეკითხვაზე. მე ვფიქრობ, რომ ამ შეკითხვას ჩემს მიმართ ნამდვილად არ აქვს ვალიდურობა თქვენი მხრიდან. მე ვიყავი მინისტრი 7 თვის განმავლობაში და შეგიძლიათ დაითვალოთ, რამდენჯერ ვიყავი პარლამენტში, მათ შორის ჩემი ინიციატივით გამოვთქვი სურვილი, რომ შევხვედროდი თქვენს პოლიტიკურ გუნდს და ჩემი მიზეზით ნამდვილად არ იყო რომ ვერ მოხდა ამ შეხვედრის ორგანიზება, ეს მიუთითებს ჩემს განწყობაზე პარლამენტთან ურთიერთობაში, მე ვიქნები ძალიან აქტიური პარლამენთან მუშაობაში“, - მიმართა ბახტაძემ კანდელაკს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics