|
2018-06-20 16:39:03, 697 ნახვა
კომენტარი
ნათელაშვილი დროებით მთავრობაზე: როგორც გველს უთქვამს, ტყავი გამოვიცვალე, მაგრამ ისევ ის გველი ვარო
„სამი კვირის შემდეგაც იგივე წარმოსდგინდებიან, რაც დღეს არიან. როგორც გველს უთქვამს, ტყავი გამოვიცვალე, მაგრამ ისევ ის გველი ვარო“, - ასე გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი დროებითი მთავრობის დამტკიცების პროცესს. როგორც მან „რუსთავი 2“-ს განუცხადა, სამთავრობო გადაწყვეტილებებს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი იღებს და არა მინისტრები. „ივანიშვილის ყველაზე დიდი დანაშაული არის ქართული სახელმწიფოს მკვლელობა. ესენი ისე არიან მინისტრები, პრემიერები, პრეზიდენტები და დეპუტატები, როგორც მე ვარ კამბოჯის პრინცი. კაცმა ადამიანები იყიდა რაოდენობრივად და კილოგრამობით, გადაუხადა და დღეს ისინი ასრულებენ მიცემულ პირობას უსიტყვო მორჩილების, ტაშის კვრის და მასთან ერთად თუნდაც, პოლიტიკურ სამარეში წასვლის“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. შეგახსენებთ, პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, დამკტიცების შემდეგ, მამუკა ბახტაძე 2-3 კვირაში პარლამენტს მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პროექტს წარუდგენს, რომლის მიხედვითაც სამინისტროების რაოდენობის 14-დან 11-მდე შემცირება იგეგმება. მას შემდეგ, რაც პარლამენტი შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს განახორციელებს, მამუკა ბახტაძე საკანონმდებლო ორგანოში ნდობის მოსაპოვებლად კიდევ ერთხელ, მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობით მივა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)