|
2018-06-20 15:23:29, 815 ნახვა
კომენტარი
ბოკერია ბახტაძეს: თქვენი ბრწყინვალე იდეებიდან, გიორგი კვირიკაშვილი რომელს გიბლოკავდათ?
„ამ თქვენი ახალი ბრწყინვალე იდეებიდან, რომლის განხორციელბაში გიშლიდათ ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი? რომელს გიბლოკავდათ?“, – ამ შეკითხვით მიმართა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, მამუკა ბახტაძეს. „მე ერთი კითხვა მაქვს - ამ თქვენი ახალი ბრწყინვალე იდეებიდან, რომლის განხორციელებაში გიშლიდათ ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი?! რომელს გიბლოკავდათ აქამდე? თუ არც ერთს არ გიბლოკავდათ და ეს ყველა ბრწყინვალე იდეა მას შემდეგ მოგივიდათ, რაც მისი მოხსნა გადაწყდა? ამაზე უნდა გასცეთ პასუხი საზოგადოებას“,- განცხადა გიგა ბოკერიამ. მან ასევე აღნიშნა, რომ „ევროპულსაქართველოს“ სამთავრობო პროგრამაში წარმოდგენილი იდეების უმრავლესობა მავნებლობად მიაჩნია. “ბატონო მამუკა, თქვენი ახალი პროგრამა პირადად ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის არათუ დამაჯერებელი არ არის, არამედ იქ მოტანილი იდეების უმრავლესობა ან მავნებლობად მიგვაჩნია, ან უაზრობად, ან ვფიქრობთ, რომ ლოზუნგად დარჩება“,- მიმართა ბოკერიამ. ბოკერიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს სასამართლო სისტემაზეც დაუსვა შეკითხვა: „თქვენ არფერი არ გითქვამთ რეალურად სასამართლო სისტემასა და მის რეფორმირებაზე, აქედან სწორად გავიგე მე რომ თქვენც წულუკიანის ჭკუაზე ხართ და ტვლიტ, რომ აქ ყველაფერი კარგადაა?!“,- აღნიშნა გიგა ბოკერიამ
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)