|
2018-06-20 14:28:51, 922 ნახვა
კომენტარი
ქუცნაშვილი კანდელაკს: კვირაში ერთხელ თქვენ არ დადიხართ პარლამენტში და პრემიერი როგორ ივლის? [ვიდეო]
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს, „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძეს ჰკითხა, დებს თუ არა პირობას, რომ საკანონმდებლო ორგანოში თვეში ერთხელ მაინც გამოცხადდება. „თქვენ ისაუბრეთ ბალტიის ქვეყნების მისაბაძობაზე, რომ მოგწონთ იქ სხვადასხვა პრაქტიკები. ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა და იცით მაგალითად ესტონეთში რა სიხშირით დადის პრემიერ-მინისტრი პარლამენტში კითხვებზე პასუხის გასაცემად? კვირაში ერთხელ. გვპირდებით თუ არა, რომ თქვენ, როგორც საპარლამენტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, საქმიან ვითარებაში, თუნდაც შეზღუდული დროით ივლით რეგულარულად, თვეში ერთხელ მაინც პარლამენტში მიმდინარე საკითხებზე სასაუბროდ“, - მიმართა კანდელაკმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს. კანდელაკს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი გამოეხმაურა: „კვირაში ერთხელ თქვენ არ დადიხართ ბატონო გიორგი პარლამენტში და პრემიერ-მინისტრი როგორ ივლის?“.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)