|
2018-06-20 13:44:18, 662 ნახვა
რეგიონი
ბათუმის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სტადიონზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად დაათვალიერა. სტადიონის მშენებლობას ასევე ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი გაეცნენ. მათ პროექტის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია კომპანიის ხელმძღვანელებმა მიაწოდეს. „ექვსი თვის წინ ჩვენ ყველამ ერთად საფუძველი ჩავუყარეთ რეგიონისთვის მართლაც ისტორიულ პროექტს - ბათუმის სტადიონის მშენებლობას. როგორც ხედავთ, სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და დღეს, უკვე, დაწყებულია მეორე სართულის კოლონების მოწყობა. საერთაშორისო სტანდარტების UEFA-ს IV კატეგორიის სტადიონი იქნება არა მხოლოდ ფეხბურთის თამაშების მასპინძელი, არამედ საერთაშორისო დონის კონცერტების, გამოფენებისა და ღონისძიებების“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე ამ ეტაპზე რკინა-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად დაწყებულია მეორე სართულის კოლონების დახურვა 4 სექტორში. სექტემბრიდან დაიწყება ლითონის კონსტრუქციების სამუშაოები, რაც სტადიონის გადახურვას მოიცავს. სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული. სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: მედიის,ავტობუსების, სპორტსმენების და VIP. ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა. 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის სამშენებლო პროცესში 250 ადამიანია დასაქმებული. ხელშეკრულების მიხედვით, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 34 თვეში, 2020 წლის სექტემბერში დასრულდება.
(NS)
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)