21:08 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-20 11:25:22, 2125 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო დატოვა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო დატოვა.

ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა.

„როდესაც ორგანიზაცია ჩვენს და ჩვენი მოკავშირეების ინტერესებს ძირს უთხრის, ვერ ვიქნებით მისი მონაწილეები“, - განმარტა პომპეომ სახელმწიფო დეპარტამენტში გამოსვლისას.

მისი თქმით, გაეროში აშშ-ის წარმომადგენელი, ნიკი ჰეილი მთელი წლის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა საბჭოს რეფორმირებას.

ამასთან, ნიკი ჰეილიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს საბჭო ადამიანის უფლებათა დამრღვევებს იცავს.

„აშშ ოფიციალურად ტოვებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს, ვინაიდან ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ჩვენ ვამბობდით, რომ გავაკეთებთ ამას, თუ პროგრესს ვერ დავინახავთ. უკვე დიდი ხანია რაც ეს საბჭო ადამიანის უფლებების დამრღვევთა დამცველი და პოლიტიკურად ანგაჟირებული გახდა. სამწუხაროდ, ახლა ნათელი გახდა, რომ ჩვენ მოწოდებებს ამ ორგანოს რეფორმირების შესახებ ყურადღება არავინ მიაქცია. ადამიანის უფლებების დამრღვევები რჩებიან საბჭოს შემადგენლობაში. მსოფლიოში ყველაზე არაადამიანური რეჟიმები კვლავ აყალიბებენ კრიტიკულ დღის წესრიგს, საბჭო კი კვლავ იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.

შტატებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ ოფიციალური ვაშინგტონის საიმიგრაციო პოლიტიკა გააკრიტიკა. გაერო-მ აშშ-ისა და მექსიკის საზღვარზე ოჯახების განცალკევება დაგმო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics