|
2015-05-30 12:12:45, 362 ნახვა
პოლიტიკა
საჯარო რეესტრსა და უკრაინის მიწის რეგისტრაციის სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდება
საქართველოსა და უკრაინის საჯარო რეესტრების სამსახურებს შორის აქტიური თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და უკრაინის ვიცეპრემიერის, რეგიონული განვითარების, მშენებლობისა და საბინაო-კომუნალური მეურნეობის მინისტრის შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელიც კიევში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ოფიციალური ვიზიტის დროს გაიმართა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანი და გენადი ზუბკო ორ ქვეყანას შორის დარგობრივ საკითხებში ურთიერთობების გაღრმავებისა და მჭიდრო თანამშრომლობის, ასევე, გამოცდილების გაზიარების აუცილებლობას შეეხნენ. მინისტრისა და ვიცეპრემიერის შეხვედრაზე ისაუბრეს ღია მმართველობის პარტნიორობის შესახებ, სადაც საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია. „საქართველო „OGP“-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრია. ამ ინიციატივაში უკრაინას სწორედ ბატონი ზუბკო წარმოადგენს. მასთან შეხვედრისას განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც უკრაინას დაეხმარება ღია მმართველობის განვითარებასა და ამ გლობალური ინიციატივის ფარგლებში მეტი წარმატების მიღწევაში. მოგეხსენებათ, საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ აღმასრულებელი კომიტეტის წევრია, 3-4 ივნისს ევროპის რეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს და ჩვენ შეგვწევს ძალა, რომ დავიცვათ უკრაინის ინტერესები ამ ინიციატივაში და ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანას წარმატების მიღწევაში დავეხმაროთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. დღესვე იუსტიციის მინისტრმა მაიდანზე უკრაინის დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისათვის მებრძოლი გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)