|
2018-06-19 21:22:31, 757 ნახვა
კომენტარი
თეა წულუკიანი: მალე მობაილ აიდი აპლიკაცია დაინერგება
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, თეა წულუკიანის განცხადებით, მალე მობაილ აიდი აპლიკაცია დაინერგება. როგორც წულუკიანმა მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების ფორმატში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, ამასთან დაკავშირებით თვის ბოლოს ტენდერი გამოცხადდება. „ძალიან ბევრი სერვისი შეემატა სახელმწიფო სერვისებს. თვის ბოლოს გაიხსნება ტენდერი და თუ ის წამატებული იქნება, ჩვენ ყველას შეგვეძლება, მობაილ აიდი აპლიკაცია დავნერგოთ კერძო სექტორის მაღალი ხარისხის მონაწილეობით. მათ გარეშე, რა თქმა უნდა, ამ აპლიკაციის დანერგვა შეუძლებელია. სწორედ სხვებს შორის ამას გულისხმობს სამთავრობო პროგრამა, რომ სერვისების მიღება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, და არა მხოლოდ მათ, შეეძლებათ მობილურის მეშვეობით, ისე, რომ არ დასჭირდეთ მისვლა იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში თუ სხვაგან. 1 ივლისს შევა ძალაში ის კანონი, რომელიც თქვენ ჩვენი ინიციატივით მიიღეთ. ეს არის ციფრული ხელმოწერა და ციფრული შტამპი. ამისთვის ჩვენი უწყება არის მზად და კერძო სექტორიდან დაინტერესება არის ძალიან მაღალი“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
(NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)