|
2018-06-19 20:08:38, 803 ნახვა
კომენტარი
გახარია მელიას: უხეშად არღვევდით წესრიგს - მსგავსი შემთხვევის გამეორების პირობებში, იგივე შედეგი იქნება
„თქვენ, უხეშად არღვევდით წესრიგს - მსგავსი შემთხვევის გამეორების პირობებში, იგივე შედეგი იქნება, გარწმუნებთ“, - ასე უპასუხა შს მინისტრობის კანდიდატმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ნიკა მელიას, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსთაველის გამზირზე პირადად გიორგი გახარიას დავალებით დააკავეს. გახარიას თქმით, ნიკა მელია პარლამენტის დეპუტატის იმუნიტეტით სპეკულირებს. „პირველ რიგში, თითოეულ იმ პოლიციელს, რომელიც მონაწილეობას იღებდა იმ დღეებში რუსთაველზე, მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო, იმიტომ რომ ამ ხალხმა, ზოგიერთი, ყველა არა, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკურად ანგაჟირებული მომიტინგისგან, მოისმინა და მოითმინა უდიდესი შეურაცხყოფა. ახლა რაც შეეხება თქვენს კონკრეტულ შემთხვევას: თქვენ, ბატონო ნიკა, უხეშად არღვევდით წესრიგს, აყენებდით შეურაცხყოფას პოლიციას და თქვენ მიგიძღვით ბრალი იმაში, რომ შეურაცხყოფას აყენებდით პოლიციას. მოთხოვნებს არ ემორჩილებოდით. ეს ერთი. შემდეგ, უფრო მეტიც, ეს იყო საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებიდან გაკეთებული და დღეს თქვენ აქ ხართ, დღეს თქვენ არ ხართ დაკავებული. თქვენ უბრალოდ სპეკულირებთ იმ იმუნიტეტით, რომელიც გაქვთ და კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ მსგავსი შემთხვევის გამეორების პირობებში, იგივე შედეგი იქნება, გარწმუნებთ“, - მიმართა გახარიამ ნიკა მელიას.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)