|
2018-06-19 18:43:32, 811 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე ენმ-ს: 2012 წელს ქართველ ერთან ერთად ვიზეიმე თქვენი გასტუმრება საქართველოს ხელისუფლებიდან
„2012 წლის პირველ ოქტომბერს მთელ ქართველ ერთან ერთად ვიზეიმე თქვენი გასტუმრება საქართველოს ხელისუფლებიდან“, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას. ბოკუჩავამ 2012 წლის აგვისტოში ენმ-ის ანგარიშზე ბახტაძის სახელით გაკეთებულ გადარიცხვასთან დაკავშირებით საუბრისას, პრემიერობის კანდიდატს ჰკითხა, ხომ არ ჰქონდა მაშინ რაიმე იდეოლოგიური თანხვედრა პარტიასთან. „რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას იდეოლოგიურ თანხვედრაზე, მე 2011 წლიდან ვიყავი და ვარ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. 2012 წელს ვიყავი დაკავებული ძალიან მნიშვნელოვანი საორგანიზაციო საკითხებით „ქართულ ოცნებაში“ და 2012 წლის პირველ ოქტომბერს მთელ ქართველ ერთან ერთად ვიზეიმე თქვენი გასტუმრება საქართველოს ხელისუფლებიდან“, - მიმართა ბახტაძემ ბოკუჩავას. რაც შეეხება თანხის გადარიცხავს, ბახტაძემ აღნიშნა, რომ მისი ანგარიში მხოლოდ ტექნიკურად იყო გამოყენებული.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)