|
2018-06-19 18:36:42, 881 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე ბოკუჩავას: ჩემი თანხა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არასდროს არ გადამირიცხავს
მე ჩემი თანხა არასდროს არ გადამირიცხავს „ნაციონალური მოძრაობისთვის“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას კითხვას, რომელიც 2012 წლის 2 აგვისტს პარტიის ანგარიშზე 20 000 ლარის ჩარიცხვას ეხებოდა. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მისი ანგარიში მხოლოდ ტექნიკურად იყო გამოყენებული. „თქვენ თუ გაინტერესებთ ის, რომ რამდენად მე გადავრიცხე ჩემი თანხა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად, ამაზე მაქვს მარტივი და პირდაპირი პასუხი - არა მე ჩემი თანხა არასდროს არ გადამირიცხავს „ნაციონალური მოძრაობისთვის“. თქვენ 2012 წელს, იმიტომ რომ არ ჰქონოდა საშუალება „ქართულ ოცნებას“ დაეფინანსებინა პარტია ადეკვატუად, შეცვალეთ კანონი და იურიდიულ პირებს აუკრძალეთ პარტიების დაფინანსება. ამას მოყვა შემდეგ უკვე ცვლილება კანონში საბანკო საქმიანობის შესახებ, ესეც ყველას გვახსოვს. აქედან გამომდინარე, ჩემი პირადი ფიზიკური ანგარიში იქნა გამოყენებული მხოლოდ ტექნიკურად“, - განაცხადა ბახტაძემ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)