|
2018-06-19 17:45:18, 624 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია: დღეს ჩვენ ყველაზე მეტად ვართ დაახლოებული ნატო-სთან
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის წარმატებულ პროცესზე გაამახვილა ყურადღება. ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ საქართველოს წარმატება სამაგალითოა ნატოს პარტნიორი ქვეყნებისთვის და სამოდელო ქვეყნადაა დასახელებული. მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, სწორედ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გერმანიასთან კონტრმობილურობის კუთხით ახალი ინიციატივა არსებობს, რაც 45 მილიონი ევროს ოდენობის მასშტაბურ ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება, რომელიც საერთაშორისო მისიებში შეიარაღებული ძალების მონაწილეობასა და მათი ფუნქციების განხორციელებას უკავშირდება. „დღეს ჩვენ ყველაზე მეტად ვართ დაახლოებული ნატოსთან, დღეს საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით განხორციელებული პრინციპული რეფორმებით უპრეცედენტო მხარდაჭერა გვაქვს, განსაკუთრებით, აშშ-სგან. საქართველოს მთვარობის პროგრამით განსაზღვრული პრიორიტეტების ფარგლებში ჩვენ უფრო ეფექტიანად ვივლით იმ გზაზე, რასაც ჰქვია ნატოში საქართველოს სრულფასოვანი გაწევრიანება“, - აღნიშნა ლევან იზორიამ. საკომიტეტო მოსმენაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ნატოსთან თავსებადობის თვალსაზრისით ლოგისტიკურ მიმართულებაზეც გაამახვილა ყურადღება: „წელს სამიტის ფარგლებში ნატო განსაზღვრავს ახალი - ლოგისტიკის სარდლობის ჩამოყალიბებას და სწორედ, ეს პრიორიტეტი ხაზს უსვამს ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების, ინფრასტრუქტურის, მათ შორის ჩვენი შეიარაღებული ძალების სწრაფი გადაადგილებისა და მობილურობის კომპონენტის უზრუნველყოფას სწორი ლოგისტიკის პირობებში“.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)