19:18 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-19 17:26:52, 874 ნახვა

საზოგადოება
ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელი თელავის ტექნოპარკს ეწვია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე კახეთს ეწვია და  თელავის ტექნოპარკის მშენებლობა მუნიციპალიტეტის მერთან, შოთა ნარეკლიშვილთან ერთად დაათვალიერა.

თელავის ტექნოპარკი 2018 წლის სექტემბერში გაიხსნება და კახეთის რეგიონს იმ სერვისებს და შესაძლებლობებს მიაწვდის, რასაც თბილისის ტექნოპარკი სთავაზობს დაინტერესებულ პირებს.

ტექნოპარკი  საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პროექტს წარმოადგენს, რომელიც ორიენტირებულია ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნასა და განვითარებაზე. ტექნოპარკი აერთიანებს სხვადასხვა იდეისა და ინიციატივის მქონე ადამიანებს და ხელს უწყობს მათ ტექნოპარკის ინფრასტრუქტურის გამოყენებით შექმნან ახალი ტიპის, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პროდუქცია. 

თელავის ტექნოპარკის მშენებლობა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის (GENIE) ფარგლებში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს მიერ ხორციელდება. თელავის ტექნოპარკის პარალელურად ასევე სექტემბერში გაიხსნება ახმეტის ინოვაციების ცენტრი, რომელიც მჭიდროდ ითანამშრომლებს თელავის ინოვაციების ჰაბთან, როგორც კახეთის რეგიონულ ცენტრთან.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics