|
2018-06-19 15:52:05, 767 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი სუბელიანზე: როგორც ჩანს, კითხვის ავტორი მემორეიალზე ცეკვავდა და არ ეცალა, რომ ჩემთვის მოესმინა
„ბევრჯერ გავეცი ამ კითხვას პასუხი, მაგრამ როგორც ჩანს ერთ-ერთი კითხვის ავტორს მემორიალზე ცეკვავდა და არ ეცალა, არ მომისმინა“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა პარლამენტში, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან“ გათავისუფლებულ თანამშრომლებზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საუბარი იმაზე, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემა ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს არ აღასრულებს, სიცრუეა. „ამიტომ გასაგებად ვამბობ კიდევ ერთხელ, ცრუ არის მტკიცება იმის შესახებ, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემა ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს არ აღსრულებს და ზოგიერთი მედიის მიერ ამ სიცრუის ტირაჟირება ხდება. უფრო მეტიც, ზოგიერთმა დეპუტატმა ჩვენივე პარტიიდან მკითხა, ეს მართალიაო? არა ბატონებო, ეს არის სიცრუე, რადგან ქალბატონი სუბელიანი, ბატონი ახობაძე, როგორც კი სააღსრულებლო ფურცელი შემოვიდა, იყვნენ მიწვეული აღსრულების ბიუროში და მათ დაიწყეს ვაჭრობა ფულზე და თქვეს, რომ მოგვეცით უფრო მეტი ფული, მოიხადეთ ბოდიში და აღვასრულებთო“, - განაცხადა წულუკიანმა. აღნიშნულ განცხადებას პარლამენტში ხმაური მოჰყვა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)