|
2018-06-19 14:32:21, 658 ნახვა
კომენტარი
„ვერც კი ხვდებიან, როგორი არაჯანსაღია წულუკიანის გადადგომის მოთხოვნა“ - ზარდიაშვილი არასამთავრობოებზე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანს მადლობას უხდის. როგორც ზარდიაშვილმა აღნიშნა, წულუკიანმა ქვეყნისთვის ფასდაუდებელი სამუშაოები გასწია. „ქალბატონი თეა არის წარმატებული მინისტრი, მან ჩვენს ქვეყანისთვის ფასდაუდებელი სამუშაოები გაწია. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისთვის; ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობისთვის; აღსრულების ახალი კანონისთვის; სისხლის სამართლის კოდექსის ძირეული ცვლილებებისთვის ; დასკვნით ფაზაშია გადახდისუუნარობის ახალი კანონისთვის და სხვა უამრავი საკანონმდებლო ცვლილებისთვის რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს ქალბატონი თეას ხელმძღვანელობით. ვისურვებდი რომ მისნაირ მინისტრებს კიდევ დიდხანს ქონდეთ უანგაროდ და განსაკუთრებული პროფესიონალიზმით მუშაობის საშუალება. ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია რომლებიც დაცლილი არიან სახელმწიფოებრივი ხედვებისგან ვერც კი ხვდებიან როგორი არაჯანსაღია მათი მოთხოვნა იუსტიციის მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)