|
2015-05-30 10:02:43, 1409 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის ეკოლოგიის მინისტრი: მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად ჯერჯერობით არ დანიშნულა
უკრაინის ეკოლოგიის მინისტრი იგორ შევჩენკო მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო ბოდიშს იხდის. ამის შესახებ შევჩენკომ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა. "ბოდიშს ვიხდი უზუსტობის გამო, რომელიც ჩემს წინა პოსტში იყო მიხეილ სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით. უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მართლაც მიიღო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, მაგრამ ეს ეხებოდა არა თანამდებობაზე დანიშვნას, არამედ რეკომენდაციას უკრაინის პრეზიდენტისთვის, რომ ოდესის გუბერნატორის პოსტზე მიხეილ სააკაშვილი დაინიშნოს. საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტზეა, როგორც ეს კონსტიტუციითაა გათვალისწინებული", - წერს უკრაინის ეკოლოგიის მინისტრი. იგორ შევჩენკო აღნიშნავს, რომ ახლა ის იმედოვნებს, პრეზიდენტი მთავრობის ამ წარდგინებას მხარს დაუჭერს და მიხეილ სააკაშვილს ოდესის გუბერნატორად დანიშნავს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მრჩეველია რეფორმების საკითხებში.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)