19:18 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-18 19:18:21, 649 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოზე შიდა ეზოების მოწესრიგება მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში შიდა ეზოების მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. იოსებიძის ქუჩის N59, N61, N61ა, N61ბ, N63 და N65 კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები სრულდება.

სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე 3000 კვ.მ ასფალტის საფარი იგება. ეზოებში უკვე მოეწყო ბორდიური და  საფეხმავლო ბილიკები.

შიდა ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე, ბახტრიონის ქ. N30-ში მიმდინარეობს, სადაც სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელის რეაბილიტაციაც განხორციელდა. ვაშლიჯვარში, N6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე კი, ეზოს კეთილმოწყობა უკვე დასრულებულია.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„საბურთალოს რაიონში  სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, 33  ეზოს კეთილმოწყობა განხორციელდა, რომლის შედეგადაც, მოსახლეობა კომფორტულად გადაადგილებას შეძლებს”, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

საგზაო სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს. სამივე პროექტისთვის ბიუჯეტიდან 346 628 ლარია გამოყოფილი.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics