|
2018-06-18 16:20:32, 747 ნახვა
კომენტარი
რატიანი: ისტორიაში ბევრი დროებითი მთავრობა მახსენდება, მაგრამ სამკვირიანი - არც ერთი
„ისტორიაში ბევრი დროებითი მთავრობა მახსენდება, მაგრამ არც ერთი არ მახსენდება სამკვირიანი დროებითი მთავრობა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის მიერ პარლამენტისთვის არსებული შემადგენლობის ფორმალურად წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა. რატიანის თქმით, „ივანიშვილმა მხოლოდ ჭადრაკის ფიგურები შეარჩია და როგორ გადაანაწილებს მათ დაფაზე, თავადაც არ არის ჩამოყალიბებული“. „ისტორიაში ბევრი დროებითი მთავრობა მახსენდება, მაგრამ არცერთი არ მახსენდება სამკვირიანი დროებითი მთავრობა. სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილმა საჭადრაკო დაფაზე დააყენა თავისი პაიკები და ოფიცრები, მაგრამ ჯერჯერობით არ განუმარტავს მათთვის, რომელი სად უნდა დადგეს. ამიტომ მათ საერთოდ ხედვა არ აქვთ არაფრის ხოლო ბიძინა ივანიშვილი არ ჩამოყალიბებულა, რა განლაგება ექნებათ საჭადრაკო დაფაზე. არც პაიკი და არც ოფიცერი თავისით არ დადის, ხოლო როგორ გადააადგილებს და რა ხედვა და სტრატეგია ექნება ბიძინა ივანიშვილს, იცის მხოლოდ მან, თუმცა როგორც ჩანს, ამ შემთხვევში თავადაც არ იცის“, - განაცხადა რატიანმა. შეგახსენებთ, მთავრობა პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად არსებული შემადგენლობით წარდგება. ხოლო მას შემდეგ, რაც სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტი საკნონმდებლო ცვლილებებს განახორციელებს, ბახტაძე საკანონმდებლო ორგანოში ნდობის მოსაპოვებლად კიდევ ერთხელ, უკვე განახლებული შემადგენლობით მივა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)