|
2018-06-18 10:55:32, 771 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე მდინარე ვერეს კალაპოტის გაწმენდის სამუშაოებს გაეცნო
მდინარე ვერეს ხეობაში უხვი ნალექის მოსვლის გამო, ნატან დამჭერ ნაგებობასთან გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო და აღნიშნა, რომ ტერიტორია რამდენიმე საათში გაიწმინდება. „ბოლო დღეების განმავლობაში რადგანაც დედაქალაქში უხვი ნალექი მოვიდა, ვერეს ხეობაში გარკვეული პრობლემები შეიქმნა, თუმცა არა საგანგაშო. 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ, მდინარე ვერეს კალაპოტში, ორ კონკრეტულ ადგილზე, ნატან დამჭერები - ე.წ. ცხაურები აშენდა. აღნიშნულ პროექტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სამ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ჩამოტანილი ნაგვის, ხის მორების შეკავება მოხდეს და ქალაქისკენ არ წამოიღოს. დიდი რაოდეობით ნაგავი და მორებია ჩამოტანილი, რამაც მდინარე ჩახერგა. ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და რამდენიმე საათში ტერიტორია სრულად გაწმენდილი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე განცხადებით, უხვი ნალექის დროს, მსგავსი სამუშაოები ყოველთვის განხორციელდება, რათა მდინარე დაგროვილი ნაგვისგან გაიწმინდოს და წყლის დაგუბება არ მოხდეს. „მერიაში შემოვიდა შეტყობინება, რომ მდინარე ვერეზე, ნატან დამჭერზე წყლის დონეა მომატებული, რაზეც რეაგირება მოვახდინეთ. ყველა საჭირო ტექნიკა მობილიზებულია. არსებული ნატანების გამოტანა ხდება იმისთვის, რომ მდინარემ თავისუფლად მოძრაობა შეძლოს და წყლის მოვარდნის თეორიული რისკებიც კი თავიდან ავირიდოთ“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ. დედაქალაქის მერთან ერთად, მიმდინარე სამუშაოებს მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი ლევან ჯღარკავა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ბექა დავითულიანი გაეცნენ.
(NS)
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)