19:18 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-18 10:54:12, 625 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერი ღოღობერიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ნაძალადევის რაიონში, ღოღობერიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე საგზაო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ნაძალადევის რაიონის გამგებელ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო.

„როდესაც ამ ქუჩაზე წინასაარჩევნოდ ვიყავი, მოსახლეობა ძალიან შეწუხებული იყო, რადგან გზა არ ჰქონდათ და დაყრილი იყო მიმდებარე ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის განკუთვნილი საშენი მასალა. მათ დავპირდი, რომ საგზაო ინფრასტრუქტურას აუცილებლად მოვაწყობდით. ამ პროექტის განხორციელება 400 000 ლარზე მეტი ჯდება. დაახლოებით ორ თვეში გზა მთლიანად განახლებული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ნაძალადევის რაიონის გამგებლის განცხადებით, ღოღობერიძის ქუჩის რეაბილიტაციის შემდეგ, რაიონის ცენტრალურ ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა განიტვირთება. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე გზის სავალ ნაწილზე ძველი საფარის მოხსნა მიმდინარეობს.

„ეს ნაძალადევის რაიონის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის ფაგრლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, ბორდიური გამოიცვლება, ტროტუარი მოეწყობა. დაახლოებით 5 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე  ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგება. ზოგადად, რაიონის მასშტაბით გვაქვს პრობლემური მისამართები, რასაც ეტაპობრივად მივყვებით და გზებს რეაბილიტაციას პრიორიტეტების მიხედვით ვუტარებთ. მსგავსი ტიპის საგზაო სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დედაქალაქის მერთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა და ნაძალადევში პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა  მიხეილ ყაველაშვილმა დაათვალიერეს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics