|
2018-06-14 20:47:35, 796 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე ბახტაძის მიერ ენმ-ს დაფინანსებაზე: ასეთ მდგომარეობაში მაშინ ასობით კომპანიის დირექტორი აღმოჩნდა
„როგორც მე მახსოვს, ამაში თავად ბახტაძეს მონაწილეობა არ მიუღია და ეს იყო იმ სქემის ნაწილი, როდესაც ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა ასობით კომპანიის დირექტორი“, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის თანახმადაც, 2012 წლის აგვისტოში, ბახტაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ 20 ათასი ლარით დააფინანსა. მდინარაძის თქმით, ამაზე საუბარი იყო მაშინ, როდესაც ის მინისტრად ინიშნებოდა, თუმცა მისივე თქმით, ბახტაძემ ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხა. „მე ვერ გეტყვით, რომ ზუსტი ინფორმაცია მაქვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ზოგადი ინფორმაცია მაქვს. ეს საკითხი აქტუალური დღეს არ გამხდარა, ჯერ კიდევ მაშინ გახდა, როცა ბახტაძე მინისტრად ინიშნებოდა. გახსოვთ ალბათ „ნაციონალური მოძრაობის“ საშინელი სქემა, როდესაც კომპანიების დირექტორების სახელით ისინი რიცხავდნენ ხოლმე თანხებს პარტიის ანგარიშზე და ამაში მათ მონაცემებს იყენებდნენ. როგორც მე მახსოვს, ამაში თავად ბახტაძეს მონაწილეობა არ მიუღია და ეს იყო იმ სქემის ნაწილი, როდესაც ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა ასობით კომპანიის დირექტორი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)