|
2018-06-14 19:24:26, 823 ნახვა
კომენტარი
ქუცნაშვილი: ვერ ვიტყვი, რომ ბახტაძე ძალიან გამოცდილია, მაგრამ იქნებ სწორედაც, რომ სიახლეა საჭირო
ვერ ვიტყვით, რომ მამუკა ბახტაძე არის ძალიან გამოცდილი, მაგრამ იქნებ სწორედაც რომ სიახლეა საჭირო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბახტაძე არის კომუნიკაბელური ადამიანი და მან ეს დაამტკიცა, როგორც ფინანსთა სამინისტროში მუშაობისას ასევე პარლამენტთან ურთიერთობაში. „ბუნებრივია, მას არ აქვს მთავრობაში დიდი ხნის მუშაობის გამოცდილება. ის რამდენიმე თვეა, მინისტრია, თუმცა ამ რამდენიმეთვიანი მინისტრობის დროს მან დაამტკიცა, რომ კარგი თანამშომელი იყო როგორც ფინანსთა სამინისტროს შიგნით, ისე მთავრობაში და პარლამენტთან თანამშომლობაში. ამ ადამიანს კომუნიკაცია არ უჭრის. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ ის არის ძალიან გამოცდილი, სულ რამდენიმე თვე იმუშავა მთავრობაში, მაგრამ იქნებ სწორედაც რომ სიახლეა საჭირო; იქნებ სწორედაც რომ ისეთი ადამიანები არიან დღეს საჭირო, ბატონი მამუკას სახით, რომელიც თავისუფალია წარსული კლიშეებისგან და განწყობილია რეფორმატორულად და ინოვაციურად“, - განაცხადა ქუცნაშვილმა. შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა.წარდგენის შემდეგ, პრემიერობის კანდიდატმა გუნდს მადლობა გადაუხადა და საკუთარ ხედვებზეისაუბრა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)