|
2018-06-14 18:33:12, 715 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: მამუკა ბახტაძის კანდიდატურას გუნდმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრემიერის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურას გუნდმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი. როგორც თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დარწმუნებულია, რომ მთავრობა ბახტაძის მეთაურობით ქვეყნის წინსვლას და განვითარებას უზრუნველყოფს. „საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ბატონი მამუკა ბახტაძის წარდგენის შესახებ. გუნდმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს მთავრობა მამუკა ბახტაძის მეთაურობით წარმატებით უზრუნველყოფს ქვეყნის წინსვლას და განვითარებას. მინდა მივულოცო მას და წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძე. შეგახსენებთ, მამუკა ბახტაძე გასული წლის 13 ნოემბრიდან ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებდა. მანამდე ის „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი იყო. სამთავრობო ცვლილებები მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერის პოსტი დატოვა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)