|
2018-06-14 14:50:37, 731 ნახვა
კომენტარი
ზოიძე: პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატი მამუკა ბახტაძეა
პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატი მამუკა ბახტაძეა -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა აკაკი ზოიძემ განაცხადა. ზოიძეს თქმით, ის მიესალმება თუ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საკუთარ თავს განიხილავს. „ჩვენ ყველამ ერთად მოვისმინეთ, რომ მან ბრძანა მოდიოდა პარტიის თავმჯდომარედ და ის არ იქნებოდა არც პრემიერი და არც პრეზიდენტი. მთავრობა გუშინ გადადგა, თუ რამე შეიცვალა მე მხოლოდ მივესალმებოდი, ბატონი ბიძინა თუ განიხილავს თავისი კანდიდატურას ამ პოსტზე, მაგრამ ეს ბატონი ბიძინას გადასაწყვეტია. ერთ-ერთი რეალური კანდიდატი ბატონი მამუკა ბახტაძეა“,-განაცხადა აკაკი ზოიძემ. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა, რის შედეგადაც, უფლებამოსილება მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრს შეუწყდა. პრეზიდენტმა მთავრობისათვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გუშინვე გამოსცა. პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი მმართველმა გუნდმა პრეზიდენტს 7 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)