|
2018-06-14 14:27:23, 730 ნახვა
კომენტარი
თეა წულუკიანი: ყოველთვის ვიყავი და ვარ „ქართული ოცნების“ გუნდური მოთამაშე
ყოველთვის ვიყავი და ვარ „ქართული ოცნების“ გუნდური მოთამაშე- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. წულუკიანის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სწორი პასუხის გასცა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, რომელმაც პრემიერ მინისტრების შეცვლასთან დაკავშირებით მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია და ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა. „ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის ამ გამონათქვამს ძალიან კარგად და სწორად უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მან ჩენ ყველას შეგვახსენა, რომ ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკაში, რომ პარტია რომელსაც აქვს საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, მათ შორის სახელმწიფოს მართვასთან დაკავშირებით, ისე როგორც ამას ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონი საქართველოს კონსტიტუციაში. მე არ შეიძლება ვიცოდე ვინ იქნება მომავალში პრემიერ მინისტრობის კანდიდატი, შემდეგ ეს კანდიდატი რომელიც ჯერ არ დასახელებულა როგორ დააკომპლექტებს საკუთარ კაბინეტს, ამას აქვს თავისი პროცედურა და ასევე წინასწარი ინფორმაციებიც არ მაქვს. ყოველთვის ვიყავი და ვარ ქართული ოცნების გუნდური მოთამაშე“,-აღნიშნა თეა წულუკიანმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)