|
2018-06-14 13:45:35, 560 ნახვა
რეგიონი
კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა" მონაწილეებს ზურაბ პატარაძე მიესალმა
„დღეს ჩვენს რეგიონს აქვს პატივი კიდევ ერთხელ უმასპინძლოს საერთაშორისო კონფერენციას „საქართველოს ევროპული გზა", რაც მეტად სიმბოლურია, რადგან ბათუმი ისტორიულად ყოველთვის იყო და არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ევროპული ქალაქი" -განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა ევროინტეგრაციის გზაზე მყოფი ქვეყნისთვის რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ასევე აჭარის ტურისტულ მრავალფეროვნებასა და საინვესტიციო გარემოზე. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა გაწევრიანებულია და აქტიურად თანამშრომლობს ისეთ ევროპულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა „ევროპის რეგიონთა ასამბლეა" და „ევროპის რეგიონთა ინსტიტუტი". მისი თქმით, აჭარას გააჩნია მჭიდრო კონტაქტები ევროკავშირის წევრი ქვეყნების რეგიონებთან, ჩართულია სხვადასხვა ერთობლივ პროექტსა და ღონისძიებაში. მე-15 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა" დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ გახსნა. მისასალმებელი სიტყვით მონაწილეების მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურმა დირექტორმა კრისტიან დანიელსონმა. კონფერენცია ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მონაწილეები იმსჯელებენ ევროპული დღის წესრიგით გათვალისწინებულ მთავარ საკითხებზე. მათ შორის, ევროპის უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურაზე, ევროკავშირსა და მის ასოცირებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ ფორმებზე და საქართველოს როლის მნიშვნელობაზე რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფაში.
(NS)
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)