18:03 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-13 18:21:42, 839 ნახვა

საზოგადოება
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ესტონეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტალინში შეხვედრა იმართება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ესტონეთის ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს ორგანიზებით  ქალაქ  ტალინში იმართება მაღალი დონის შეხვედრა თემაზე: ჯანდაცვის სისტემა კეთილდღეობისა და სოლიდარობისთვის.

ღონისძიება ასევე ეძღვნება ტალინის ქარტიის ხელმოწერის ათი წლის იუბილეს.

საქართველოს სახელით შეხვედრაში მონაწილეობას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი იღებს.

ამირან გამყრელიძემ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სიტემაზე საუბრისას, ყურადღება მიაპყრო ქვეყანაში ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას და აუდიტორიას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგები გააცნო.

სხდომაზე განიხილეს ასევე კერძო-სახელმწიფო პარტნიორობის პროექტები, რის ყველაზე ნათელ დადასტურებად საქართველოში მიმდინარე ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მიიჩნევა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც ეს ორგანო წლების განმავლობაში უწევს ჩვენს ქვეყანას.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ესტონეთის ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარე მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრები, დარგის ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიება დღეს გაიხსნა და 14 ივნისს დასრულდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics