18:03 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-13 17:12:04, 721 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი ელისაბედ II-ს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალს ელისაბედ II-ს დაბადების დღეს ულოცავს.

„თქვენო უდიდებულესობავ,

მინდა გულითადად და გულწრფელად მოგილოცოთ დაბადების დღე. ამ მნიშვნელოვან დღეს მინდა აღვნიშნო, რომ თქვენი მმართველობის პერიოდში თქვენი ქვეყანა წარმატებით განვითარდა სირთულეებით აღსავსე და არასტაბილურ გარემოში. თქვენო უდიდებულესობავ, თქვენ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებთ მშვიდობისა და კეთილდღეობის საქმეში, როგორც გაერთიანებული სამეფოსთვის, ასევე ერთა თანამეგობრობისთვის და მთლიანი კაცობრიობისათვის.

ჩვენს ქვეყნებს საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული, მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, ძლიერი კულტურული კავშირები და წარმატებული პოლიტიკური თანამშრომლობა აერთიანებთ. ნება მიბოძეთ გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გამოვხატო ჩემი მადლიერება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისათვის. მწამს, რომ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ კავშირები და ძლიერ პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ჩვენი ქვეყნების ერთობლივი სარგებლისათვის.

თქვენო უდიდებულესობავ, ნება მიბოძეთ გისურვოთ ბედნიერება, ჯანმრთელობა და დიდი წარმატება თქვენი ქვეყნის წინსვლისთვის და კეთილდღეობისათვის", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მისალოც წერილში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics