16:58 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-12 18:41:40, 839 ნახვა

კომენტარი
ოთარ დანელია: შეხვედრაზე სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დასრულდა.

როგორც სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ოთარ დანელიამ განაცხადა, შეხვედრაზე Unicef-ის კვლევაზე ისაუბრეს.

რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, დანელია აცხადებს, რომ ცვლილებებზე მსჯელობა არ ყოფილა.

„საუბარი იყო სტატისტიკურ მონაცემებზე, რომელიც გამოქვეყნდა. სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ვინაიდან ეს იყო შიდა შეხვედრა, რა თქმა უნდა არ არის სწორი ამ შეხვედრაზე გარეთ საუბარი. ამიტომ მე თავს შევიკავებ პოზიციის დაფიქსირებისგან. მაგრამ, უახლოეს მომავალში აუცილბელად დავაფიქსირებ ჩემს პირად პოზიციას“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც ცნობილი იყო, შეხვედრაზე მათ საკადრო ცვლილებებზე უნდა ემსჯელათ. ამასთან, დღეს „ექსპრესნიუსს“ სანდო წყარომ განუცხადა, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თანამდებობებს ტოვებენ





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics