|
2018-06-08 18:17:05, 2282 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ გაბუნია: საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა გააქტიურდება
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს, ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ივნისის ბოლოს, ჰონგ კონგში დაგეგმილ Belt and Road-ის სამიტის ფარგლებში მოეწერება ხელი. ამ შეთანხმების გაფორმებას საფუძვლად დაედო საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომლის მოლაპარაკებების პროცესშიც ჰონგ კონგი დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა. საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და ორ რაუნდში დასრულდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მარიამ გაბუნიას განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს თავისუფალი ვაჭრობის პირობებს და მხარეებს შორის პროდუქტებითა და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობას ითვალისწინებს. მისი თქმით, შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ მოსალოდნელია სავაჭრო ბრუნვის ზრდა მხარეებს შორის, ხოლო მეორე მხრივ, ქართველ მეწარმეებს მიეცემათ შესაძლებლობა დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მიაწოდონ საკუთარი პროდუქტი და მომსახურება 7 მილიონიან სამომხმარებლო ბაზარს. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს უკვე აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან. ამავე მიმართულებით სამუშაო რეჟიმში მიმდინარეობს კონსულტაციები ინდოეთთან და ისრაელთან, რაც საქართველოს თანდათანობით ხდის დიდი სავაჭრო ურთიერთობების მიმზიდველ პლატფორმად.
(NS)
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)