|
2018-06-08 12:42:03, 1226 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის საქართველოს ქვეყანათა ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობს
8-10 ივნისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საქართველოს ქვეყანათა ჯგუფის ყოველწლიურ მაღალი დონის შეხვედრაში (Constituency Meeting), შეხვედრა ხორვატიაში, ქალაქ სპლიტში იმართება და მას ჯგუფების წევრი 15 ქვეყნის (საქართველო, ბულგარეთი, ისრაელი, რუმინეთი, უკრაინა, ბელგია, ლუქსემბურგი, სომხეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია, კვიპროსი, მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები) ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, ასევე, ცენტრალური ბანკების მმართველები ესწრებიან. შეხვედრაზე დელეგაციების წევრები განიხილავენ გლობალურ ეკონომიკურ ტენდენციებს, ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას ჩვენი რეგიონის ქვეყნებისთვის. დისკუსიების ერთ-ერთი თემაა ფინანსური ტექნოლოგიების შესაძლებლობები, გამოწვევები და პერსპექტივა ფინანსური ინკლუზიურობის თვალსაზრისით. მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში სირილ მიულერი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ენტონი დე ლანოი, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ფრენკ ჰიმსკერკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ექსპერტები. ფინანსთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას, მოხდება საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობისა და რეფორმების განხილვა, ფინანსური ტექნოლოგიების შესაძლებლობების კუთხით ქვეყნის გამოცდილების გაზიარება, ასევე, ამ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნის განვითარების ხედვისა და სამომავლო პერსპექტივის გაცნობა.
(NS)
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)