01:49 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-08 12:03:37, 932 ნახვა

კომენტარი
სარალიძე: 9 საათი სჭირდებოდა მირზა სუბელიანის დაკითხვას?! არ მგონია, დასაკითხად ყოფილიყო

„თქვენ დარწმუნებული ხართ რომ 9 საათი სჭირდებოდა მირზა სუბელიანის დაკითხვას?! მე არა მგონია დასაკითხად ყოფილიყო იქ, ალბათ მოლაპარაკება მიდოდა იმასთან დაკავშირებით დაეკავებინათ თუ არა“, - ასე გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შსს-ში მირზა სუბელიანის ხელმეორედ გამოკითხვას.

როგორც სარალიძემ აღნიშნა, გამოძიებას 10 რიცხვამდე აძლევს ვადას, რომ მის მიერ დასახელებული პირები დააკავონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აცხადებს, რომ აქციები გაგრძელდება.

„საერთოდაც პირველი დაკითხვა არის გრძელვადიანი და მეორე და მესამე დაკითხვის დროს ინფორმაციის დაზუსტება ხდება, რასაც სჭირდება დაახლოებით 1 ან 2 საათი, მე გამოძიებას კონკრეტული პირები ჩამოვუთვალე, რომლის დაკავების აბსოლუტური საფუძველი გააჩნიათ და 10 რიცხვამდე მივეცი დრო, თუ არ დააკვებენ, ჩვეულებრივად გაგრძელდება აქციები სამართლიანობის აღსდგენის მოთხოვნით“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ

შეგახსენებთ, გუშინ პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი შსს-ში გამოკითხვაზე დაახლოებით 9 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. „ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. გამომძიებლებს ჰქონდათ შეკითხვები და გავეცი პასუხები. რამდენჯერაც დამიბარებენ, იმდენჯერ მოვალ. იყო დამატებითი შეკითხვები“, - განაცხადა მირზა სუბელიანმა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics