|
2018-06-07 20:02:24, 1974 ნახვა
პოლიტიკა
შოთა შალელაშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების დაწყებას აპირებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ მის მიმართ გაკეთებულ განცხადებას ანტისემიტურს და რასისტულს უწოდებს. როგორც შალელაშვილმა აღნიშნა, ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების დაწყებას აპირებს. „სამწუხაროდ, არ მქონდა ნანახი „რუსთავი 2"-ის ეთერში გასული გადაცემა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა სიტყვა-სიტყვით - „აფერისტი და რუსი ებრაელი" მიწოდა. პირადად მე, შოთა შალელაშვილის მიმაჩნია და ამას ვაფასებ როგორც ანტისემიტურ და რასისტულ განცხადებას, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებს არა მხოლოდ მე, არამედ საქართველოში მცხოვრებ მთელ ებრაულ საზოგადოებას. თანამედროვე სამყარო შეთანხმდა რომ ამ ენაზე არათუ პოლიტიკოსები, არამედ თანამედროვე ადამიანები არ საუბრობენ. სააკაშვილის სულიერ მდგომარეობაზე მე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ამ კაცმა მოახერხა და ამ 3 სიტყვაში პრაქტიკულად სამი დანაშაული ჩაიდინა. პირველი, როდესაც საუბრობს აფერისტობაზე, ეს არის ღირსების შემლახავი ნორმა, მეორე რასისტული და მესამე ანტისემიტური განცხადება გააკეთა. ამ ტიპის შეურაცხყოფაზე კი, ვიწყებ პოლიტიკურ კამპანიას და შესაბამის პროცედურებს სააკაშვილის წინააღმდეგ. სამართლებრივ დონეზე, ჩემი რეაქცია იქნება მაქსიმალურად მკაცრი - ჩემმა იურისტებმა დაიწყეს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურებისთვის მზადება! ეს განცხადება ბუნებრივია გაიგზავნება იმ მრავალრიცხოვან ებრაულ ორგანიზაციებში, რომლებიც მთელ მსოფლიოშია განთავსებული, საერთაშორისო ორგანიზაციებში, აშშ-ის კონგრესის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტში. სააკაშვილის მხრიდან გაჟღერებული, სიძულვილით გამსჭვალულ ანტისემიტურ და რასისტულ განცხადებაზე ველი შესაბამის რეაქციას პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების მხრიდან, მედიის და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან! იმედი მაქვს, ისინი გაემიჯნებიან ასეთ განცხადებებს და მოახდენენ კიდეც შესაბამის რეაგირებას. დიდი მადლობა მედიას, რომ გამოიჩინეთ ყურადღება! დამატებით მინდა შევეხო რამდენიმე საკითხს რომელიც ბოლო დროს წამოიჭრა: 1. აუცილებლად მინდა ვთქვა ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობაზე, რომ მიუხედავად ჩემი უდიდესი პატივისცემისა ამ ადამიანის მიმართ, მე არასოდეს არ მქონია და არც მაქვს მასთან არანაირ ბიზნეს ურთიერთობა 2. რაც შეეხება ჩემს შვილს, ის მართლაც იყო ეჭვმიტანილი კიბერდანაშაულში აშშ-ში. იგი არ იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, ველით სასამართლო გადაწყევტილებას და ყველ მონაცემით ის იქნება გამართლებული. საბანკო ყადაღასთან დაკავშირებით კითხვა კი ძალიან ტექნიკურია, იყო ტექნიკური შეფერხება ბანკის მხრიდან რაც მალევე მოგვარდა და დღეს არანაირი შეფერხება არ არსებობს“, - აცხადებს შალელაშვილი.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)