|
2018-06-07 17:50:16, 1433 ნახვა
ეკონომიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გერმანელ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩხეიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის, მარტინ ჰოფმანს და სამაცივრო დანადგარებისა და სამრეწველო ობიექტების მშენებლობის კომპანია ‘’Plawi-Service ‘’-ის დირექტორს, ინგოლფ მეიერს შეხვდა. შეხვედრაზე გიორგი ჩხეიძემ შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრე მეურნეობების მოწყობის მიზნით განხორციელებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გიორგი ჩხეიძის განცხადებით, სამაცივრე მეურნეობების განვითარება ქვეყანაში მეწარმის მიერ სრული საწარმოო ჯაჭვის ჩამოყალიბებას, იმპორტის ჩანაცვლებასა და ექსპორტის ზრდას შეუწყობს ხელს. გერმანელმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს თავიანთი კომპანიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.
(NS)
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)