|
2018-06-07 16:04:28, 736 ნახვა
რეგიონი
ლვოველი ტურიპერატორები აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს ლვოვიდან ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები სტუმრობენ. ისინი აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან. დღეს, სტუმრებს სასტუმრო რედისონში რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და ტურიზმის განვითარების კუთხით განხორციელებული პროექტების შესახებ ვრცელი პრეზენტაცია ჩაუტარდათ. შეხვედრის შემდეგ ისინი მთიან აჭარას ეწვევიან და იქ არსებულ ტურისტულ პროდუქტებს გაეცნობიან. აჭარაში ლვოველი ტუროპერტორებისა და სააგენტოების ვიზიტი ლვოვი-ბათუმის მიმართულებით ფრენების დაწყებას უკავშირდება. ინფოტურის მიზანი ლვოვიდან აჭარაში ტურისტების მოზიდვა და ბათუმის მიმართულებით სპეციალური ტურისტული პაკეტების შემუშავებაა. პირველი ფრენა ლვოვიდან აჭარის მიმართულებით ხვალ შესრულდება. ფრენები ზაფხულის განმავლობაში ყოველკვირეულად სამშაბათსა და პარასკევს განხორციელდება. აჭარაში და ზოგადად, საქართველოში უკრაინელი მოგზაურების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. გასულ წელს, აჭარას 38, 467 უკრაინელი მოგზაური, ხოლო ზოგადად, საქართველოს 193, 127 უკრაინელი მოგზაური სტუმრობდა, რაც 10.4%-ით აღემატება 2016 წლის მონაცემებს. მზარდია ავიამიმოსვლების რიცხვიც უკრაინიდან ბათუმის მიმართულებით. წელს, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე უკრაინიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები კიევიდან, ლვოვიდან, ხარკოვიდან და ზაპაროჟიედან განხორციელდება.
(NS)
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)