|
2018-06-07 13:39:16, 1102 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ EuroDIG 2018-ის პარტნიორია
„საქართველოს ბანკის“ პარტნიორობით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოში პირველად „ევროპული დიალოგი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე - EuroDIG 2018“-ის ფორუმი გაიმართა. EuroDIG-ი წარმოადგენს ევროპის ფარგლებში ყველაზე მასშტაბურ, ღია და მრავალმხრივ ევროპულ პლატფორმას მოსაზრებებისა და საუკეთესო გამოცდილების გასაცვლელად - თუ როგორ უნდა იმართებოდეს ინტერნეტი. ფორუმის მეშვეობით ინტერნეტსაზოგადოების წარმომადგენლებმა, ამ სფეროში მომუშავე ადამიანებმა მიიღეს მათთვის საჭირო და დეტალური ინფორმაცია ევროპაში ამ მიმართულებით არსებული სიახლეების და ტრენდების შესახებ. EuroDIG 2018-ის საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ინტერნეტსაზოგადოებისთვის. ამასთან, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფორუმი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში, ხოლო მეორე შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში ჩატარდა. ფორუმში მონაწილეობდნენ როგორც სამთავრობო, ასევე კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.ჯამში ფორუმში მონაწილეობა მიიღო 400-ზე მეტმა დელეგატმა, მათ შორის აღსანიშნავია ევროკომისარი ციფრული პოლიტიკის მიმართულებით- მარია გაბრიელა.
(R)
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)