|
2018-06-06 15:22:15, 848 ნახვა
სამართალი
ტატუნაშვილის ადვოკატი: იმ დაზიანებების ნაწილი, რომლებზეც კითხვები არსებობდა, რუსეთში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგადაა მიყენებული
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატის თამარ ავალიანის ინფორმაციით, ექსპერტებმა ყველა დაზიანებასთან დაკავშირებით, რომელზეც არსებობდა ეჭვები, განმარტეს, რომ ისინი სიცოცხლისდროინდელი არ იყო. როგორც ავალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებმა ყველა ის დაზიანება შეისწავლეს, რომელიც ტატუნაშვილის სიცოცხლის პერიოდში მიადგა. „ის დაზიანებები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით და მიგვაჩნდა, რომ ექსპერტიზა ნაკლული იყო ამ მიმართულებით, აგვისხნეს, რომ ეს დაზიანებები არ იყო სიცოცხლისდროინდელი. ყველა დაზიანება, რომელიც სიცოხლისდროინდელი იყო აღიწერა ექსპერტების მიერ. შუბლის ნაწილზე, ნატყვიარზე რომ საუბრობდა ოჯახი, აგვიხსნეს, რომ ეს იყო გაშრევების შედეგი. რაც შეეხება საფეთქელთან შეწეულ ნაწილს, ეს არის რუსეთში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგი. გადახერხილი იყო თავის ნაწილი და ამან განაპირობა სხეულის ნაწილის შეწევა. რაც შეეხება ცხვირს, ცხვირის მიდამოში მოტეხილობები არ ფიქსირდება, ჩვენ ვნახეთ რენტგენი და ცხვირი მთელია. მოტეხილობები ფიქსირდება მხოლოდ ხელის მიდამოში“, - აღნიშნა თამარ ავალიანმა. ცნობისთვის, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის სამედიცინო დასკვნაში, სხეულზე 100-მდე დაზიანებაა აღწერილი. ასევე, შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა დღეს განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმის გამოძიებას წამების კვალიფიკაცია დაემატა. შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 2018 წლის 20 მარტს გადმოასვენეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)