|
2015-05-28 16:39:48, 1346 ნახვა
სამხედრო
გენერალი ხრიულოვი რუსეთთან გაფორმებული დე-ფაქტო სამეკავშირეო ხელშეკრულების აღსრულებას იწყებს
ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას დავალებით, დე ფაქტო გენერალური შტაბის უფროსი ანატოლი ხრიულოვი რუსეთთან გაფორმებული ე.წ. სამეკავშირეო ხელშეკრულების აღსრულებას იწყებს. როგორც ხრიულოვმა განაცხდა, აფხაზეთის მიზანია შეიარაღებული ძალების მობილიზაციის გაზრდა და რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულების ყველა პუნქტის გაფორმება. „ჩვენ ორი მიზანი დავისხეთ პირველი შეიარაღებული ძალების თავდაცისუნარიონობისა შესაძლებლობების გაზრდა და რუსეთთან გაფორმებული მოკავშირეობის ხელშეკრულების ყველა პუნქტის შესრულება“,-აღნიშნა ხრიულოვმა. ამასთან, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ხაჯიმბას თქმით, ე.წ. მოკავშირეობის ხელშეკრულების მიხედვით, აფხაზეთისა და რუსეთის თავდაცვის უწყებებს შორის შეთანხმება უნდა გაფორმდეს. „ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ვის უნდა მივმართოთ, დასავლეთს? ჩვენ ეს სიტუაცია უნდა გამოვიყენოთ. ის, რაც ახლა კეთდება რუსეთის მხრიდან, თავდაცვის სფეროს დახმარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხელშეკრულებას ხელი რუსეთთან გასული წლის 24 ნოებერს მოეწერა. ამ ხელშეკრულების მიხედვით ახლა შეთანხება თავდაცვის უწყებებს შორის უნდა გაფორმდეს. ზღაპრებს ნურავინ მოყვება. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია და აქ რუსეთის მხრიდან არამარტო ფინანსურ დახმარებაზეა საუბარი, არამარტო ხელფასების ზრდაზე იმ საერთო რუსულ-აფხაზური დაჯგუფებისთვის, აქ საუბარია თავდაცვის სისტემის სრულ რეფორმაზე,რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ანატოლი ხრიულოვის საქმიანობა ამ პოსტზე“,-განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)