|
2018-06-05 12:06:49, 1300 ნახვა
ეკონომიკა
რაულ ეჩებერია: საქართველოში ინტერნეტტექნოლოგიების დანერგვის მოდელი შეიძლება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში გამოვიყენოთ
„დღესდღეობით ინტერნეტსაზოგადოების უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა პოლიტიკა და რეგულაციები. ჩვენ განვიხილავთ იმ პოლიტიკას, რომელმაც უნდა დაარეგულიროს ინტერნეტმმართველობის მოდელი. ის უნდა შემუშავდეს ყველა მოთამაშის მონაწილეობით და ასახოს ყველა ის მოთხოვნა თუ საჭიროება, რომელიც დღეს არსებობს ინტერნეტსაზოგადოებაში“, - ამის შესახებ ინტერნეტსაზოგადოების ვიცე-პრეზიდენტმა, რაულ ეჩებერიამ მედიის წამომადგენლებთან განაცხადა. ეჩებერია თბილისში მიმდინარე მასშტაბური ინტერნეტმმართველობის ფორუმის, „ევროდიგ2018“-ის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელია. მისი განცხადებით, „ევროდიგის“ ფარგლებში მიმდინარე დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს ინტერნეტსაზოგადოებებისთვის. „ჩვენ სხვადასხვა პანელზე სხვადასხვა თემას განვიხილავთ, მათ შორის ინტერნეტმმართველობის ზოგად გამოწვევებს, თუ რა ვითარებაა ამ მიმართულებით მსოფლიოში და ევროპის ქვეყნებში. მთელს მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც, ერთ-ერთ პრობლემად რჩება ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და ვცდილობთ, რომ აღმოვფხვრათ ეს უდიდესი პრობლემა“ - აღნიშნა ინტერნეტსაზოგადოების ვიცე-პრეზიდენტმა. ეჩებერიას შეფასებით, ამ კუთხით ძალიან საინტერესო გამოცდილება გვაქვს საქართველოში - „ინტერნეტსაზოგადოება, მთავრობა, მოსახლეობა, ასევე სხვადასხვა კერძო კომპანიები თანამშრომლობენ იმისთვის, რომ ინტერნეტისადმი წვდომა უზრუნველყონ მათთვის, ვისაც ეს აქამდე არ ჰქონია. ამ თანამშრომლობის არაჩვეულებრივი მაგალითი გვაქვს თუშეთში განხორციელებული პროექტის სახით. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება საზოგადოების სხვადასხვა სექტორების თანამშრომლობის საფუძველზე უახლესი ტექნოლოგიები დაინერგოს იქ, სადაც ეს ტექნოლოგიები არასოდეს ყოფილა. ამ მოდელის გამოყენება შეიძლება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში“, - აცხადებს რაულ ეჩებერია.
(NS)
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)