13:43 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-05 10:57:59, 1083 ნახვა

ეკონომიკა
ევროკავშირის ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების კომისარმა EuroDIG 2018-ის მონაწილეებს ვიდეომისალმებით მიმართა

თბილისში ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე ევროპული დიალოგი - EuroDIG 2018 ოფიციალურად გაიხსნა.

ფორუმის მონაწილეებს ვიდეომისალმებით  მიმართა ევროკავშირის ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების კომისარმა მარია გაბრიელმა. ევროკომისარმა  მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას ფორუმის თბილისში მასპინძლობისთვის.

„EuroDIG ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და რელევანტური რეგიონული ინიციატივაა  ინტერნეტ მმართველობაზე. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ სწორედ ევროპას აქვს წამყვანი როლი ინოვაციური რესურსების გამოყენებისა და პოლიტიკის განსაზღვრაში და მომავალშიც ასე გაგრძელდება“, - აღნიშნა მარია გაბრილმა.

ევროკომისარმა თავის გამოსვლაში რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცენტი გააკეთა ციფრული სფეროს განვითარებისა და პოლიტიკის მიმართულებით. კერძოდ, მარია გაბრიელმა ისაუბრა ევროპის ციფრული პოლიტიკის, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ინტერნეტის როლის, მისადმი ნდობის, კიბერუსაფრთხოების, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სხვა აქტუალურ თემებზე.

„ნდობაზე, ადამიანურ კონტროლზე, საიმედოობაზე, გახსნილობაზე, მრავალფეროვნებაზე და ინკლუზიურობაზე დაფუძნებული ხედვის განსახორციელებლად აუცილებელია იქნება ინოვაციებისა და კვლევების მიამართულების გაძლიერება, მათ შორის ევროპის დონეზე“, - განაცხადა ევროკომისარმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics