|
2018-06-04 00:26:41, 1502 ნახვა
პოლიტიკა
მირზა სუბელიანი: მზად ვარ, ვუპასუხო აბსოლუტურად ყველა შეკითხვას
პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამამ, მირზა სუბელიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელს ექსკლუზიური ინტრევიუ მისცა. მირზა სუბელიანმა განაცხადა, რომ საქართველოშია და მზად არის თანამშრომლობისთვის. მისივე თქმით, მზად არის, ნებისმიერ შეკითხვას პასუხი გასცეს. "გამოკითხვაზე ვიმყოფებოდი შსს-ში. შესაბამის დეტალებს ვერ გავახმაურებ, მაგრამ მიდის გამოძიება. რაც შეეხება იმ კითხვებს, რომელიც არის ჩემ მიმართ, მზად ვარ, ვუპასუხო აბსოლუტურად ყველა შეკითხვას, ეს საპარლამენტო კომისიის ფორმატში იქნება, საგამოძიებო კომისიის ფორმატში თუ სხვა ფორმატში", – განაცხადა სუბელიანმა. სუბელიანი ამბობს, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამის, ზაზა სარალიძის ბრალდებას მტკიცებულებების გაყალბებასთან დაკავშირებით ვერ უპასუხებს და აცხადებს, რომ ეს გამოძიების პრეროგატივაა. სუბელიანი ინტერვიუში პარლამენტთან არაერთხელ გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს, რომელიც ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანას ეხება. ყოფილი პროკურორის თქმით, მერაბიშვილი საკნიდან არ გაუყვანიათ. "ვერ შევალ საქმის განხილვაში, ვერც ვერავის დავადანაშაულებ და ვერც საკუთარი თავის დაცვას დავიწყებ, მე დასაცავი არაფერი მაქვს. არანაირ კადრებზე, არანაირ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანაზე საუბარი ჩემთან არ ყოფილა და ფიზიკურად ეს ვერ იქნებოდა და შესაბამისად, დასკვნა ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის თაობაზე, რომ ეს არ დადასტურდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის დასკვნა დაწერილი ჩემ მიერ. შესაბამისად, ფაქტი იმისა, რომ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა მოხდა, ესეთი არ მომხდარა. მე შემიძლია ეს დაგიდასტუროთ", – განაცხადა სუბელიანმა. მირზა სუბელიანმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის დღეს კალანდიების ოჯახში იმყოფებოდა. "ვადასტურებ, რომ მივედი ჩემს შვილთან, წამოვიყვანე და გამოვაცხადე სამართალდამცავ ორგანოში. პირველად ჩემი შვილი დაიკითხა. რაც შეეხება დანარჩენ ფაქტებს, მტკიცებულების განადგურებებს, როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩემი ქვისლი ამჟამად დაპატიმრებულია, ზის, ორი ბავშვი პასუხისგებაშია მიცემული და ეს არის ჩემი კომენტარი. დანარჩენი, გამოძიების დეტალებში, მოარულ ჭორებში რა და როგორ ვრცელდება, მე პასუხს ვერ გაგცემთ. ეს არის სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივა", – განაცხადა მირზა სუბელიანმა. პოლიტიკური პარტიები საუბრობენ, რომ მირზა სუბელიანი ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანით აშანტაჟებს.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)