11:54 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-03 10:24:04, 1236 ნახვა

საზოგადოება
ვაკის პარკში აქცია „აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“ გაიმართება

ვაკის პარკში აქცია „აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“ გაიმართება. აქცია 15:00 საათზეა დაგეგმილი და ის ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის ოჯახების სოლიდარობის ნიშნად იმართება.

ამასთან, 15:00 საათისთვის აქციას გეგმავს სტუდენტების ნაწილიც, რომელიც პარლამენტთან გუშინ მიმდინარე აქციას გაემიჯნა.

სტუდენტები გუშინ იმ სკოლასთან შეიკრიბნენ, სადაც გარდაცვლილი მოზარდები სწავლობნენ.

მათი თქმით, ისინი მხარს უჭერენ ზაზა სარალიძეს და იზიარებენ მის მოთხოვნას ყველა დამნაშავის დასჯასა და სისტემური დამნაშავეების გამოვლენასთან დაკავშირებით, თუმცა ემიჯნებიან პოლიტიკური პარტიების მცდელობებს, ოჯახური ტრაგედიის პირადი ინტერესებისთვის გამოყენების თაობაზე.

სტუდენტების თქმით, მათთვის მიუღებელია, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამომსვლელებს შორის პოლიტიკურად ანგაჟირებული პირებიც გამოდიან.

ცნობისთვის, პარლამენტთან აქცია 18:00 საათზე იგეგმება. გვიან ღამით რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა ხელისუფლების საწინააღმდეგო აქცია დააანონსეს. პარლამენტთან საინფორმაციო მიტინგი გაიმართება, რომელზეც ისინი სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, აშშ-მ და ირანმა ორმხრივი დაბომბვები განაახლეს
ივნისში საქართველოს ექსპორტი 20%-ით, $771 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტის ზრდა კი 7% იყო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics