|
2015-05-28 12:11:33, 451 ნახვა
პოლიტიკა
ნორლანდი: მნიშვნელოვანია, რომ სიცოცხლით სავსე არასამთავრობო სექტორი საკუთარ აზრს თავისუფლად გამოთქვამს
„მნიშვნელოვანია, რომ დინამიური და სიცოცხლით სავსე არასამთავრობო სექტორი თავისუფლად გამოთქვამს აზრს და იმ მიღწევებსა და პრობლემებზე საუბარობს, რომელიც მთავრობას ჰქონდა“,-ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ „ქართული ოცნების“ ორ წლიანი მმართველობის შეფასების აგნარიშის პრეზენტაციამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთქმულ შენიშვნებს, პოზიტიური იქნება ის თუ ნეგატიური, სერიოზულად იღებს. „დღეს რაც მნიშვენლოვანია, არის ის მიმდინარე პროცესი, რომელის მომსწრენიც ვართ დინამიური და სიცოცხლით სავსე არასამთავრობო სექტორი თავისუფლად გამოთქვამს თავის აზრს საუბრობს იმ პრობლემებსა და მიღწევებზე, რომელიც ჰქონდა მთავრობას. ვიცი, რომ ეს ანგარიში 2014 წლის დეკემბრამდე პერიოდს შეეხება და არ მოიცავს 2015 წლის განვლილ პერიოდს. მიუხედავად ამისა არასამთავრობოები თავისუფლად აკეთებენ საკუთარ შეფასებებს, რაც უმნიშვნელოვანესია. მთავრობა სერიოზულად იღებს არასამთავრობოების მიერ გამოთქმულ შენიშვნებს, იქნება ეს პოზიტიური თუ ნეგატიური. დიპლომატიური კორპუსი აკვირდება ამ პროცესს და არასამთავრობო ორგანიზაციების ამ ნაბიჯებს მივესამლებით“,-განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)